17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
პროკურატურა საგამოძიებო კომისიას საქმის მასალებს და მტკიცებულებებს მხოლოდ ადგილზე გააცნობს

პროკურატურა დროებით საგამოძიებო კომისიას საქმის მასალებს არ გადასცემს და კომისიის წევრებს მტკიცებულებებს ადგილზე გააცნობს.

ამის შესახებ უწყების საგანგებო განცახდებაშია საუბარი.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დროებით საგამოძიებო კომისიას მიეცა თანხმობა კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სრული მოცულობით გაეცნოს, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს.

"საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში," - ნათქვამია განცხადებაში. 


დღის ამბები