51-ე სკოლაში მომხდარი კიდევ ერთი დაპირისპირების შემდეგ სკოლის მანდატურების და ადმინისტრაციის წევრების გამოკითხვა, თითქმის, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე მანდატურის თანამშრომლებს გამომძიებლები, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ. თუმცა, დაკითხვის დასრულების შემდეგ მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
51-ე სკოლაში გუშინ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოსწავლეები ერთმანეთს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლის გარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ.
მოსწავლეები სხვადასხვა კლასელები არიან და დაპირისპირება სოციალური ქსელიდან დაიწყეს.