„გოჩას ტურნირი“, რომელიც უკვე 2 წელია, ტარდება, საუკეთესო რეპორტაჟებისთვის ჟიურიმ მათი ავტორები დააჯილდოვა.
ტურნირი რუსთავი2-ის ოპერატორის - გოჩა რამიშვილის, სახელს ატარებს.
კონკურსში მონაწილეობას რუსთავი2-ის ოპერატორები და მემონტაჟეები იღებენ. საუკეთესო რეპორტაჟების ავტორებს სიმბოლურად ბროლის ოპერატორები გადაეცათ. ერთ-ერთი პრიზი ოპერატორ ზვიად იგრიაშვილს გადაეცა.
„ეს არის პატარა პრიზი დიდი დაფასებით,“ - ამბობს ზვიად იგრიაშვილი.
გოჩა რამიშვილის მეუღლე, ნინო ზურაბიშვილი, ბედნიერია მისი მეუღლის დაფასებისთვის და თვლის, რომ ეს კონკურსი ოპერატორებისთვის მნიშვნელოვანი და წამახალისებელია.
„ყოველ წელს ვხედავთ, რომ გოჩა ახსოვთ, როგორ უყვართ და რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია. მნიშვნელოვანია ბიჭებისთვის, მათი წარმატებისთვის, წინსვლისთვის და განვითარებისთვის და წახალისება მგონია, რომ ყოველთვის კარგია,“ - აღნიშნა ნინო ზურაბიშვილმა.