გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. მიკროავტობუსი, რომლითაც ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდათ, ხევში გადავარდა.
როგორც რუსთავი2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ხოლო სამი სრულწლოვანი ქალია.
10-ზე მეტი დაშავებული კი თელავის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისსმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.