17 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა- შსს გომბორზე მომხდარ ავარიაზე

მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა - გომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულია 16 ადამიანი, რომლებიც უკვე თელავის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები.

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები