თეა წულუკიანის სახლთან აქცია გაიმართა. ახალგაზრდები იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
მათი თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა არ უნდა შეინარჩუნოს.
აქციის მონაწილეები 51-ე სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის, მკვლელების დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობას წულუკიანს აკისრებენ.
ახალგაზრდები დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, სოლიდარობას უცხადებენ.
„დღეს საზოგადოება ამ მინისტრს აღარ ენდობა. ის სისტემური პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაშია, რომელმაც ამდენი ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, ის, რომ მკვლელები არ არიან დასჯილები, ამ ადამიანის კისერზეა,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიორგი გზერიშვილმა.