51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანები და სკოლის მასწავლებლები დღეს დილიდან დაკითხვაზე იმყოფებიან.
მოსწავლეებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ხოლო მასწავლებლები აცხადებენ, რომ დღის ბოლოს მათ სამართალდამცავებმა და მანდატურებმა უამბეს ინციდენტის შესახებ.
ინციდენტში, რომელიც გუშინ მოხდა, მეათე და მეთერთმეტე კლასელები მონაწილეობდნენ. ინციდენტი მალევე ამოიწურა.
დაპირისპირების მიზეზად სოციალურ ქსელში, სკოლის მოსწავლეებს შორის უცენზურო მიმოწერა სახელდება, რასაც ჩხუბი მოყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანები ერთმანეთს ურთიერთობის გასარკვევად გურგულიას ქუჩაზე მეგობრებთან ერთად შეხვდნენ, მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა, ჩხუბი ფიზიკურ ძალადობაში არ გადაზრდილა.
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგის, თინათინ კვიტაიშვილის, თქმით, კონფლიქტში მონაწილე ბავშვები მეგობრობენ და მათ მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ.