ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში სამეგრელოს შვიდი სოფელი. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მორიგი ასწლოვანი ხეებია.
ამის გამო დარჩელი-ანაკლიის გზაზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
ხეების ტრანსპორტირების გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ჩახსნილი იყო ელექტროსადენები.
ორ მარადმწვანე მუხას ანაკლიაში, სავარაუდოდ, უკვე ხვალ გადაიტანენ, რის შემდეგაც შეკვეთილამდე მოგზაურობას ხეები ზღვით განაგრძობენ.