17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ავარია გომბორზე - დაშავებულები კვლავ კლინიკებში რჩებიან

გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობენ სხვა დაშავებულებიც.

„სამი პაციენტია კლინიკაში, აქედან ერთი არის რეანიმაციის დეპარტამენტში. ორი ნეირომეცნიერების დეპარტამენტში. რეანიმაციულ დეპარტამენტში მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. მას აღენიშნება პოლიტრავმა. იმყოფება ამჟამად მეთვალყურეობის რეჟიმში. რაიმე დამატებითი ჩარევა არ ესაჭიროება. რაც შეეხება  დეპარტამენტში მოთავსებულ ბავშვებს, მათ აქვთ თავის ტვინის მსუბუქი შერყევა და ისინიც იმყოფებიან მეთვალყურეობის რეჟიმში,“-განაცხადა ექიმმა ნინო დიხამინჯიამ.

4 მოსწავლე რჩება თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების ინფორმაციით შესაძლოა ისინი მალე სახლში გაწერონ.

ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის გზაზე გუშინ მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვი და მათი მშობლები ისხდნენ, გზიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი.

დღის ამბები