20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
"ნუ მომკლავ" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე ერთ საათში დაიწყება

"ნუ მომკლავ" - სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია ერთ საათში დაიწყება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, უცვლელი რჩება მოთხოვნები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას თქმით, კანონის წინაშე პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც უშუალოდ იყო ჩართული სისხლიან გარჩევაში და ვინც მკვლელობის საქმის გაყალბება სცადა.

„დღემდე სამართლიანობა არ აღდგენილა, სისტემა ისევ მყარად დგას თავის საძირკვლებზე. ის, რომ პასუხისგებაში გუშინ მირზა სუბელიანი მისცეს, ეს არის მოჩვენებითი და არავითარ პასუხისგებაში მირზა სუბელიანი არ მიუციათ. მირზა სუბელიანს იმ მუხლით წაუყენეს მუხლი, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს და იმდენი აქვს ნაჭამი, რომ ათასი, 10 ათასი და 20 ათასი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, გადაიხდის და ისევ გარეთ იქნება,“ - განაცხადა კუპრავამ.

ზვიად კუპრავას თქმით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, მანამ სამართალი არ აღსრულდება.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე შვილმკვდარი მშობლები იმყოფებიან და მათ სოლიდარობას უცხადებენ.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მისულ დემონსტრანტებს შორის იქნებიან პოლიტიკოსებიც, თუმცა ისინი სიტყვით გამოსვლას არ აპირებენ. 

დღის ამბები