ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე წუთში წარუდგენენ. მას გამოძიება მოწმეზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს, რასაც თავად მორჩაძე არ ეთანხმება.
„ბრალდება სავარაუდოდ წარედგინება საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით. მორჩაძის პოზიცია ამასთან დაკავშირებით მარტივია. იძახის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს,“-განაცხადა მერაბ მორჩაძის ადვოკატმა ზაალ თავაძემ.
ბრალდების ინფორმაციით მერაბ მორჩაძეს საქმის ერთ-ერთ მოწმეზე მიხეილ კალანდიაზე ახორციელებდა ზეწოლას და სთხოვდა ჩვენების შეცვლას საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის სასარგებლოდ. ამასთან მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია. მორჩაძის ადვოკატი ამ ნაცნობობას ადასტურებს თუმცა ზეწოლის ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.
„გიდასტურებთ, რომ კომუნიკაცია არის ნაცნობობა არის მაგრამ ზეწოლა გამორიცხულია,“-განაცხადა ზაალ თავაძემ.
რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მისთვის ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ ხვალ მოხდება.