17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ პაციენტს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ პაციენტს ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. პარალელურად, რეანიმაციაში რჩება ერთი მოზარდი. რაც შეეხება თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, მათ ექიმები სულ მალე უკვე სახლში გაწერენ. ის პაციენტები კი რომლებიც თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისის სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობენ ჯერ ისევ სამკურნალო დაწესებულებებში, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

„ერთი პაციენტი მოთავსდა ნევროლოგიურ განყოფილებაში რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ცნობიერება ნათელი და ადეკვატურია. ორი პაციენტი მოთავსდა ინტენსიურ განყოფილებაში. ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. მათ აღენიშნებათ მრავლობითი მოტეხილობები, კანზე ექსკორიაციები, დაჟეჟილობები,“-განაცხადა რეანიმატოლოგმა მაკა თევზაძემ.  

ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის გზაზე გუშინ მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვი და მათი მშობლები ისხდნენ, გზიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. 

დღის ამბები