30 დეკემბერი 2024,   20:37
ვრცლად
რუსეთის ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში-მამა ვლადიმერი რუსულენოვანი მრევლისთვის იქადაგებს

რუსეთის ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - პატრიარქ კირილისა და სინოდის გადაწყვეტილებით სასულიერო პირი მამა ვლადიმერი რუსულენოვანი მრევლისთვის იქადაგებს და საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ეკლესიის პოზიციას წარმოადგენს.

დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი დაიბადა 1960 წელს, დაამთავრა ასპირანტურა. 1992 წლიდან ის მღვდელმსახურებას ეწევა.  მსახურობდა მოსკოვში, იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომელი. 2003 წელს დაადგინეს სტოკჰოლმში რუსეთის მართლმადიდებელი ტაძრის წინამძღვრად. 2010 წლიდან მსახურობდა მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

ახლა მოსკოვში მუდმივად სიარული საჭირო აღარ არის. ეგზარქოსად ჯერ არ იწოდება, მაგრამ მამა ვლადიმერი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელია.

  

დღის ამბები