გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერი სეტყვის შედეგად, სოფლები - ქოდალო, მელაანი და ნანიანი დაზარალდა.
განადგურებულია 40 ჰექტარზე მეტი ვენახი, ერთწლიანი კულტურა და ნარგავები. ადგილობრივების ინფორმაციით, არ ამოქმედდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი.
იმის გამო, რომ დასეტყვილი ტერიტორიის დიდი ნაწილი მოსახლეობას გაფორმებული არ აქვს, შესაბამისად, ვერც დაზღვევით სარგებლობენ. დაზარალებულები კრედიტების გადავადებას ითხოვენ.
სტიქიის ზონაში გურჯაანის მერი ჩავიდა.