17 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ტრაგედიას მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა

გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ტრაგედიას კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა და იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამთავრობო კომისიამ შეიმუშავა.

ეს ნორმები არეგულირებს ბავშვთა ჯგუფების ორგანიზებული ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების საკითხებს.

„რამდენი რეგულაციაც არ უნდა შევქმნათ, როგორი ხისტი მოთხოვნაც არ უნდა იყოს, ამ რეგულაციების შესასრულებლად თუ მძღოლი შესაბამის მანქანის ან სატრანსპორტო კომპანია გამართულობას არ უზრუნველყოფს, თუ პედაგოგი, მასწავლებელი, სკოლის დირექტორი ამ რეგულაციების ზუსტად შესრულებას არ მიაქცევს ყურადღებას, მხოლოდ რეგულაციებით ვერ ავიცილებთ თავიდან ასეთ ტრაგედიებს,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შესაბამისი ცვლილებები ქობულეთში მომხდარი ტრაგიკული ხანძრის შემდეგ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშავეს.

მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ რეგულაციების ასამოქმედებლად ახლა უკვე სკოლები, კერძო სექტორი და თავად მშობლები უნდა გააქტიურდნენ.

დღის ამბები