„ამათ ჰგონიათ კარავს, რომ დაშლიან ამით პრობლემა გადაიჭრება თუ რა?! კარავი, რომ დაშალეს რა, ამით მკვლელები დასაჯეს, რამე გამოიძიეს, შვილმკვდარ მამებს უთხრეს ამით პასუხი თუ რა?"-ასე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს საკრებულოს ენმ-ს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით სამართალდამცავებმა დააკავეს ნიკა მელია, რომელსაც იცავს იმუნიტეტი და მათ ამის უფლება არ ჰქონდათ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია დააკავეს და რატომ დააკავეს არავინ არი იცის. ის არის პარლამენტის წევრი და ამის უფლება არ ჰქონდათ. ის სარგებლობს იმუნიტეტით. კარავის დაშლაში რომ არ არის საქმე, ხომ ყველამ კარგად იცის?!-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა დაიწყეს კარვების დემონტაჟი, რომელიც განთავსებული იყო რუსთაველის გამზირზე. დაკავებულია ენმ-ს რამდენიმე წევრიც.