17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ზაზა სარალიძე ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხელისუფლებას ისევ ერთკვირიან ვადას აძლევს.

სარალიძე ერთი კვირის განმავლობაში შვილის მკვლელობაში ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს. მანამდე კი პარლამენტის წინ აქციები აღარ გაიმართება.

სარალიძის ინიციატივას, აქციების ერთი კვირით შეჩერებასთან დაკავშირებით, პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც მხარს უჭერს. მათ რუსთაველის გამზირი გვიან ღამით დატოვეს, თუმცა მანამდე იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

„მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, ვისაც სურვილი გაქვთ გავაგრძელოთ სოლიდარობის აქციები, მაგრამ რაც შეეხება გენერალურ აქციას, ცოტა მოგვიანებით დავაანონსოთ იქიდან გამომდინარე რომ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წავიდეს გამოძიება. ერთი კვირით, მინდა გონივრული ვადა მივცე მინისტრებს, რომელი მინისტრების გადადგომაც მოვითხოვეთ ძალაში რჩება, არანაირი გეგმები არ იცვლება,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები