17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ზაზა სარალიძემ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე უარი თქვა 

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა სურდა შინაგან საქმეთა მინისტრს.

გიორგი გახარია, რომელიც მანამდე დახურულ კარს მიღმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, საკანონმდებლო ორგანოში, ზაზა სარალიძეს საპრეზიდენტო ფლიგელში ელოდებოდა.

მას შემდეგ რაც მოკლული მოზარდის მამამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრა დაასრულა, მან უარი თქვა შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარზე. სწორედ ამის შემდეგ დატოვა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობა.

გვიან ღამით პარლამენტის ეზოდან გაიყვანეს სპეცტექნიკა, რომელიც ძალოვან უწყებას მთელი დღის განმავლობაში ჰყავდა მობილიზებული.

დღის ამბები