ზვიად დევდარიანმა საქალაქო სასმართლოს სარჩელით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი პატივისა და ღირსების შელახვისთვის იმ ქალებს უჩივის, ვინც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
დევდარიანის თქმით, სექსუალური შევიწროების ბრალდებით კამპანია მხოლოდ იმიტომ აუგორეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი არ გამხდარიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დევდარიანის მოპასუხე 12 ქალი იქნება, მათგან 4 "სიდა"-ს ყოფილ აღმასრულებელ მდივანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. იქიდან გამომდინარე რომ მათი ვინაობა არ საჯაროვდება, არ არის გამორიცხული დაცვის მხარის მოთხოვნით სასამართლო სხდომები დაიხუროს.