17 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
„ძალიან დიდი ზარალი გვქვს... ჩვენ მთავრობა არ გვყავს“ - უხვმა ნალექმა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია დატბორა

სტიქია საქართველოში - ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისსა და რეგიონებში ზარალს ითვლიან. დედაქალაქში ყველაზე მეტად გლდანის რაიონი დაზარალდა. უხვმა ნალექმა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია დატბორა. 

ადგილობრივი მოვაჭრეები დიდ ზარალზე საუბრობენ. მათ დაეტბორათ მაღაზიები, დაუსველდათ საქონელი.

მოვაჭრეები საკუთარი ძალებით ცდილობენ ტერიტორია გაასუფთაონ. ისინი ზარალის ანაზღაურებას და ადგილობრივი გამგეობისგან დახმარებას ითხოვენ.

„ძალიან დიდი ზარალი გვქვს... ჩვენ მთავრობა არ გვყავს,“- აცხადებენ დაზარალებულები.  

ამავე თემაზე
დღის ამბები