ძლიერი წვიმის შედეგად ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, შემთხვევა დილით დაახლოებით, 10:00 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, ჩამოინგრა ავარიული შენობის კედელი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო : "რადიო თავისუფლება"