17 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"მედავებიან, რომ სავალ გზას ვკეტავდი... მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლე, გზაზე რ გადავსულვარ"-ტიტე გედენიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთაველის გამზირზე გუშინ, საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი იწყება. ამ წუთებში ექვსივე დაკავებული უკვე საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველები ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან - ეს არის ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

მოძრაობა „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი ტიტე გედენიძე ერთ-ერთია მათშორის ვინც გუშინ პოლიციამ აიყვანა. გედენიძე ამბობს, რომ მას სამართალდამცავები ედავებიან ისეთ ქმედებას, რომელიც არ ჩაუდენია.

„პოლიციელმა რომელმაც დამაკავა ამბობს, რომ სავალ გზას ვკეტავდი და ამავე დროს მას ვაყენებდი სიტყვიერ შეურაცხყოფას. და ამ დროს დაკავების ოქმში სრულიად სხვა  რაღაც წერია თითქოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დავემორჩილე და წინააღმდეგობა გავუწიე მას,“-განაცხადა ტიტე გედენიძემ და აღნიშნა, რომ ის სავალ ნაწილზე საერთოდ არ გადასულა, შესაბამისად გზას ვერანაირად ვერ გადაკეტავდა.

„მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლე და ამოვყავი თავი ქაშვეთის ეკლესიასთან. სავალ ნაწილზე არ გადავსულვარ. სასაცილოა ჩემი დაკავების ყველანაირი მოტივი,“-განაცხადა ტიტე გედენიძემ.

დაკავებულის უფლებების დარღვევაზე საუბრობს გედენიძის ადვოკატი. მისი თქმით, ტიტე გედენიძის დაკავება საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ის არის არასრულწლოვანია.

კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება ენმ-ს საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძეა. მისი თქმით, არანაირი საფუძველი მისი დაკავების არ არსებობდა.

ზიან ახლა და თავსატეხი აქვთ როგორ შეკერონ, როგორ მოიგონონ რაიმე, როგორ დაამუშაონ ცრუ მოწმეები , რომ რაიმე ჩვენება მისცენ ჩემს წინააღმდეგ. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია პუტინისტური მეთოდებით,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

ექვსივე პირი, რომელის საქმესაც საქალაქო სასამართლო განიხილავს, გუშინ დააკავეს. მათი აყვანა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციამ კარვების დაშლა დაიწყო. რიგითი მოქალაქეების გარდა, სამართალდამცავებმა დეპუტატებიც დააკავეს, მათშორის იყო ნიკა მელია. მოგვიანებით გაკეთდა განმარტება, რომ მელია დაკავებული არ იყო და ის ტერიტორიას განარიდეს

დღის ამბები