მუსიკალური პროექტის ” ოქროს ტალღა 2018”-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
კონკურსში გამარჯვებულებს ჟიური 15 ნომინაციაში გამოავლენს. ნომინაციაში ” ხალხის რჩეული ” კი მელომანებს ხმის მიცემა სპეციალურ ვებ-გვერდზე 24 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
„ოქროს ტალღის“ რიგით მეხუთე საიუბილეო ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ,ორგზის გრემის მფლობელი ლიზა ფიშერი დაესწრება. საღამოს მუსიკალურად ნიკოლოზ რაჭველი გააფორმებს.
კონკურსში გამარჯვებულებს ” ოქროს ტალღის სიმბოლო, ხოლო ”წლის სიმღერის ” ნომინაციაში გამარჯვებულს განსაკუთრებული პრიზი გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონია 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.