17 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
მესამე სექტორი წულუკიანს ტრანსფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს

მესამე სექტორი თეა წულუკიანს ტრანსფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ წულუკიანი ლგბტ თემის ინტერესებს შესაბამისად ვერ იცავს.

„ჩვენ მოვისმინეთ მისგან ტრანსფობიური განცხადებები, იმ მინისტრისგან, რომლისგანაც ჩვენ და თემის წევრები იდეაში სულ სხვა პასუხს ველოდებოდით. პასუხს იმაზე, როგორ აპირებს სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივებას ამ ადამიანებისთვის,“- განაცხადა „ქალთა მოძრაობის” წევრმა, იდა ბახტურიძემ.

არასამთავრობოების შეფასებით, იუსტიციის მინისტრი სქესის ჩანაწერთან დაკავშირებით ტრანსგენდერი ადამიანების მოთხოვნას არ ითვალისწინებს.

„ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი ქალბატონი თეა წულუკიანის მხრიდან, იმიტომ, ის ტრანსგენდერ ადამიანებს ადამიანებად არ გვთვლის. არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვეულებრივი, სტაბილური ცხოვრებით ვიცხოვროთ. გვიქმნის პრობლემებს,“- განაცხადა ”სამოქალაქო თანასწორობის“ წარმომადგენელმა, მონიკა დიონმა.

დღის ამბები