17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ევროპარლამენტი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ - ამ შინაარსის დებატები ევროპარლამენტში ერთი საათია, მიმდინარეობს. ევროპარლამენტარები ამავე სახელწოდების რეზოლუციის პროექტსაც განიხილავენ, რომელსაც კენჭისყრაზე ორ დღეში გაიტანენ.

რეზოლუციის პროექტი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ დოკუმენტში ცალკე თავი ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს და სანქციების დაწესების საკითხს ეთმობა.

„ღიად ვახსენებთ ტატუნაშვილის საქმეს ამ რეზოლუციაში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი პრინციპებიდან და ჰუმანურობიდან გამომდინარეც. ვიცით, რა გზა გამოიარა მისმა ოჯახმა. ტექსტში ასევე ნახსენებია სანქციების სიაც. გვინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთსაც, რომ მისი ჩართულობა საქართველოს ამ ორი რეგიონის ტერიტორიაზე მიუღებელი ევროკავშირისთვის. ასევე მიუღებელია ჩვენთვის ე.წ. სასაზღვრო ხაზის გადაწევაც,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კლერ მუდიმ.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ რეზოლუცია ადასტურებს, რომ ევროპარლამენტი არ შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას.

„ეს არის ნათლად ასახული ამ რეზოლუციის პროექტში, რომლითაც მოვუწოდებთ ასევე სანქციების ამოქმედებისკენ იმ პირთა მიმართ რუსეთის სტრუქტურებიდან, რომლებიც ქართველთა უფლებებს არღვევენ. შეგვიძლია, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ სანქციები რუსი ხალხის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ გავრცელდება კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე. მათ უნდა გაეყინოთ აქტივები, საბანკო ანგარიშები და აეკრძალოთ ევროპის ტერიტორიაზე შემოსვლა,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანა გომესმა. 

დღის ამბები