თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს რუსთაველზე დაკავებულ ბესლან ლორსანოვის მათთან კავშირს.
განცხადება ამის შესახებ ოჯახმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ცნობა მათი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.
პარალელურად, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, სუს-თან მოსალოდნელი აფეთქების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
მაჩალიკაშვილის ადვოკატი, გამოძიების დაწყებას ოჯახის დაშინების მცდელობად აფასებს.