17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
მთავრობის ადგილი საშარდე კონტეინერშია - მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდებმა აქცია გამართეს

მთავრობის ადგილი საშარდე კონტეინერშია - ამ მოწოდებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდები აქციას მართავენ.

მათ ადმინისტრაციის შენობასთან შარდის ასაღებად განკუთვნილი სამედიცინო კონტეინერები მიიტანეს და მარნეულში მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს.

სტუდენტები ამბობენ, რომ მარნეულში მომხდარი ფაქტი ყველა ზღვარს სცდება.

„ჩანს, რომ ხელისუფლება პანიკაშია. სწორედ ამ ფაქტს გადაჰყვება ხელისუფლება,“-ამბობს აქციის მონაწილერ სტუდენტი თაკო მეტრეველი.

აქციის მონაწილეებს შორის, სტუდენტების გარდა არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას შეწყვიტონ ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი.

 „თუ „ქართული ოცნება“ არ შეწყვეტს ადამიანის უფლებების შელახვას ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან ამ კონტეინტერში,“-ამბობს ”მონიტორინგის ცენტრ - მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი.

საქმე ეხება საჯარო, დამამცირებელი ბოდიშის მოხდას ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის გინებისთვის.

სტუდია "მონიტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამდენიმე დღეში კი მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და სინანული სახეზე სავარუდოდ, შარდის წასმით გამოხატა.

საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თეიმურაზ აბაზოვი.

დღის ამბები