დედაქალაქის მთავრობის სხდომა 13 ივნისის სტიქიაზე საუბრით დაიწყო.
თბილისის მერის თქმით, ეს უმძიმესი ტრაგედიაა დედაქალქისთვის, რომელმაც შეიწირა ადამინების სიცოცხლე. მან გაიხსენე იმ ახალგაზრდების სოლიდარობა, რომლებიც კვირების განმავლობაში სტიქიის ზონაში მოხალისეებად მუშაობდნენ.
რაც შეეხება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების საკითხს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მათი კომპენსირების საკითხი არ განხილულა.
სხდომის დასრულების შემდეგ ამ საკითხზე კომენტარი დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.
„აქტიურად მიმდინარეობს მისი მხრიდან და შესაბამისი სამსახურების მხრიდან ამ საკითხის გამოკვლევა, ვგულისხმობ იმ ადამიანების ბედს, რომლებიც მართლზომიერად ფლობდნენ გარკვეულ ნაკვეთებს იმ ტერიტორიაზე, რომლებიც დაიტბორა, როცა მდინარემ კალაპოტი შეიცვალა. საკითხზე მერის დავალებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
თუ ვინმეს აქვს აზრი, რომ რაიმე არამიზნობრივი და გაუმჭვირვალეა ამისთვის არსებობს შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც მათ უნდა განახორციელონ,“-აცხადებს მაია ბითაძე.