ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხნენ. მალხაზ ხალაძემ ატეფ ეზატ აზიზს, იგივე ჯეფის, ავტომობილი და სასტუმროს მიმდებარედ განთავსებული ნივთები ნაჯახით დაუმტვრია. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმალაძემ ამერიკის მოქალაქისგან ღვინო თვითნებურად წაიღო და სასმელი უკან დააბრუნებინეს. ოჯახის ინფორმაციით, მალხაზ ხმალაძე ადგილზე ნაჯახით იმყოფებოდა, სახლში შეღწევას ცდილობდა და მათ მოკვლით ემუქრებოდა.
„გარბოდა და ყვიროდა,რომ ამ ამერიკელს მოვკლავო, ცულით დავჩეხავო ამბობდა, შეეცადა კარში შეჭრას, მაგრამ დაკეტვა მოვასწარი, კარს ნაჯახს ურტყავდა და ამბობდა, რომ უნდა მოვეკალით“- ამბობს ამერიკის მოქალაქე.
ჯეფი მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელია სოფელში დასახლდა, საოჯახო სასტუმრო აქვს და ღვინის ბიზნესით არის დაკავებული.
შსს-მ თავდამსხმელი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით რამდენიმე საათით დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა.
პოლიციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ოჯახი. ისინი დამნაშავის დაუყონებლივ დაკავებას ითხოვენ. რადგან შიშობენ, რომ მათი დევნა გაგრძელდება და ღამის გათენებას პოლიციაში აპირებენ.
თვადამსხმელი მალხაზ ხმალაძე მეგობრის მკვლელობაზეა ნასამართლევი და მან საპატიმრო ერთი წლის წინ დატოვა.