"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარაში ახალი სამინისტროების შექმნას აპროტესტებენ.
ოპოციციური პარტიის წევრების აზრით, ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და "ქართული ოცნების" წევრებს ნეპოტიზმში სდებენ ბრალს.
ენმ-ს წევრმა რეზო ხარაძემ სიმბოლურად მთავრობის სახლთან ბორჯომი და ე.წ. სუმბათის ყავა მიიტანა. მისი თქმით, წლის განმავლობაში პატარაძემ 2 ტონაზე მეტი ბორჯომი მიირთვა ბიუჯეტის ხარჯზე.
„ვაპროტესტებთ მთავრობის იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც ერთადერთი მონაპოვარი რაც აჭარის მოსახლეობამ მიიღო, დივიდენტის სახით ეს არის პატარიძის მიერ დაანონსებული ახალი სამინისტროები, რომელიც იქნება ახალი ბიუჯეტი ფლანგვის, ქართული ოცნების მაღალი თანამდებობების, პატარიძის ცოლის ნათესავების დასაქმების კიდევ ერთი სამინისტრო“- აცხადებს რეზო ხარაძე.