17 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
არასამთავრობოების თქმით, პროკურატურას მარნეულის ინციდენტში დაზარალებულის ვინაობა არ უნდა გაეხმოვანებინა

მარნეულის ინციდენტში დაზარალებულის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობოები. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ მისი იდენტიფიცირება დაუშვებელი იყო. რაც შეეხება მომხდარს, ორგანიზაციები ამ ფაქტს ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მთავრობა მსგავსი მეთოდებით უპირისპირდება ოპონენტებს.

"მისი უსაფრთხოების საკითხიც დგება, გარკვეული პოლიტიკური ხაზები ჰქონდა ამ საქმეს. იმისთვის რომ ამ ადამიანის უსაფრთხოება გარანტირებული ყოფილიყო, ცხადია პროკურატურას მისი სახელი და გვარი არ უნდა გამოექვეყნებინა,"-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე. 

დღის ამბები