ზუდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ კახათთან ხმაური და დაპირისპირება იყო. პროტესტის ნიშნად იქ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. სოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ამბობენ, რომ საცხოვრებელი შენობა ექსპერტების დასკვნით საფრთხის შემცველია და აუცილებელია მათაც მიიღონ ის ახალი ბინები, რომლებიც დევნილებისთვის შენდება.