ირღვევა თუ არა მშენებლობის ნორმები მინდელის ქუჩაზე. მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დროს კლდის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევებმა კი კორპუსის საძირკველი დააზიანა.
ამის მიუხედავად, მშენებლობა მხოლოდ დროებით იყო შეჩერებული, ახლა კი ისევ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივების მტკიცებით კლდე პერიოდულად იშლება, თუმცა ამ ფაქტს ადგილზე არ ადასტურებენ.
არავინ იცის, უსაფრთხოა თუ არა იქ მუშაობა და რამდენად არის კორპუსის მდგრადობა შენარჩუნებული.