„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს იტვირთოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა. ეს განცხადება უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარების გზა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად, სუსი ცილდება პოლიტიკურ-ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და დაუყოვნებლივ ხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი და განმარტავს, რომ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, მივიღებთ ერთის მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე მთავრობას, მეორეს მხრივ კი უფრო ეფექტურ ადმინისტრაციულ-მმართველობით სისტემას, სადაც უწყებები თავიანთ საქმეს უკეთ გააკეთებენ.