17 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებას ციხისძირში შესაძლოა, ტურისტული სეზონის ჩაგდება მოჰყვეს

ბიძინა ივანიშვილისთვის ხეების ტრანსპორტირებას ციხისძირში შესაძლოა, ტურისტული სეზონის ჩაგდება და ადგილობრივების შემოსავლის გარეშე დარჩენა მოჰყვეს.

ციხისძირის მცხოვრებლები ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ, რადგან მათივე ინფორმაციით, ხეების ტრანსპორტირებისას ზღვაში ჩაიყარა ლითონის კონსტრუქციები, სანაპიროზე კი სამშენებლო ნარჩენებია დატოვებული.

სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო მოწყობილი სპეციალური ბარჟა, საიდანაც ათეულობით ხე გურიაში გადაიტანეს.

მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების შედეგად დაზიანდა ზღვასთან მისასვლელი გზაც.

დღის ამბები