17 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
პანკისის ხეობაში სიტუაცია განმუხტულია და კონფლიქტის საშიშროება აღარ არსებობს - შსს 

პანკისის ხეობაში სიტუაცია განმუხტულია და კონფლიქტის საშიშროება აღარ არსებობს - ამის შესახებ "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. შსს-ში ამბობენ, რომ ვითარების განმუხტვის მიზნით,  სოფელ დუისში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც ამ დროისთვის უკვე ტოვებენ პანკისის ხეობას.

„სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო კონფლიქტი. სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით,  ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან,“ - განუცხადეს „რუსთავი 2-ს“ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ადგილობრივებს შორის რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია, რომელზეც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული. ადგილობრივების თქმით, მანქანებიდან სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.

ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები