თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ორი საათია, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. მოკლული მოზარდის მამა შვილის მკვლელობის საქმეზე უწყებას დეტალურ ინფორმაციას კიდევ ერთხელ მიაწვდის.
რამდენიმე დღის წინ სარალიძემ გამომძიებლებს კონკრეტული ადამიანების ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი ინფორმაციით, მკვლელობაში მონაწილეობდა ან დამნაშავეებს ხელს აფარებდა.
ზაზა სარალიძე ძალოვან უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მან განმარტება უწყებაში შესვლამდე გააკეთა.
ის მთავრობის გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისი შვილის მკვლელობისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს.
„ჩემი გადასახედიდან შსს მცდარი გზით მიდის, მაგრამ თავიანთი გადასახედიდან შეიძლება, სწორ გზაზე ადგანან. დღესდღეობით მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.