ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, რასაც გურიაში ვითარების უკიდურესად გამწვავება მოჰყვა, გამოძიება უკვე დაწყებულია. ბრალი წარედგინა "ქართული ოცნების" დეპუტატს, ტარიელ აროშიძეს.
ბესო ქათამაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მან „კურიერთან“ მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალები გაიხსნება. ქათამაძის თქმით, მას ფიზიკურად 5 ადამიანი გაუსწორდა.
მისი განცხადებით, თავდასხმა გუბერნატორის შეკვეთით განხორციელდა. ბესო ქაათამაძე ცემის ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და მომხდარზე დროულ გამოძიებას ითხოვს.
„ოთხი ადამიანი მომეპარა, დამიწყო თავში ხელების რტყმა, ერთიც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავარდა მაგიდაზე, დროშის სადგამი, შემდეგ მონიტორი ჩამარტყეს თავში და გაიქცნენ, შემდეგ მოვიდა ერთი ჯგუფი, მოიხურეს კარი, დაიწყეს სისხლის მოსუფთავება, მითხრეს, რომ არაფერი მომხდარა. ჩემი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი დაბოღმილები არიან,“- განაცხადა ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.