17 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
უკრაინაში არსებული საეკლესიო პრობლემები - მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდესს ხვდებიან

მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდესს ხვდებიან. დელეგაციის წევრები ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ, რაც უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებს უკავშირდება.

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია სინოდის მომდევნო სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე საკითხზე მოლაპარაკება საპატრიარქოში რამდენიმე დღის წინ რუსული ეკლესიის დელეგაციამაც გამართა. პატრიარქ კირილის ნდობით აღჭურვილი მღვდელმთავარი საქართველოს პატრიარქთან, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხის განსახილველად ჩამოვიდა.

ცნობილია, რომ უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს. საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას კი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

 

დღის ამბები