დონალდ ტრამპმა ევროკომისიის ხელმძღვანელს "მკვლელი" უწოდა და პარიზი ტერორისტების დედაქალაქად მოიხსენია.
ხმამაღალი განცხადებები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ გამართული დიდი შვიდეულის სამიტზე გააკეთა.
გამოცემა ”უოლ სთრით ჯორნალი” ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ყველა ლიდერს შეურაცხყოფა მიაყენა.
მან ტერორიზმთან ბრძოლაზე საუბრის დროს ემანუელ მაკრონს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა ტერორისტი პარიზს აფარებს თავს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირი ამერიკული კომპანიების დაჯარიმების გამო გააკრიტიკა და ჟან კლოდ იუნკერს უმოწყალო მკვლელი უწოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ტრამპის ეს განცხადება ქათინაურად შეაფასა.