17 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დაპატიმრებულია

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დაპატიმრებულია.

შინა პატიმრობა რეალურ სასჯელზე პოლ მანაფორტს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ შეუცვალა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ იმ სპეცპროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომელიც ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებს იძიებს.

რობერტ მალერმა პროცესზე აღნიშნა, რომ შინა პატიმრობაში ყოფნის დროს პოლ მანაფორტმა ბოროტად ისარგებლა ნდობით და მოწმეებზე მოახდინა გავლენას.

ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა მოსამართლემ მისი განცხადება არასაკმარისად მიიჩნია.

გამოძიება პოლ მანაფორტს ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტიასთან" თანამშრომლობის დროს ფულის გათეთრებას და გადასახადების დამალვას ედავება.

დღის ამბები