17 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ბიზნესლიდერი ქალები ქვეყნის ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებისთვის ბრძოლას იწყებენ

ბიზნესლიდერი ქალები ქვეყნის ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებისთვის ბრძოლას იწყებენ. ამ მიზნით ორგანიზაციამ „ქალები მომავლისათვის“ მემორანდუმი ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან გააფორმა.

ფონდი „საქართველო“ და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეეცდებიან, განახორციელონ საერთო მიზნები.

მათი მიზანია ხელი შეუწყონ ქალების უფრო აქტიურ ჩართულობას ბიზნეს საქმიანობაში, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, უკეთესი პირობების შექმნას განათლების მისაღებად, კარიერულ წინსვლას და განვითარებას.

დღის ამბები