გლაზგოში ხელოვნების სკოლა დაიწვა. ხანძარი ისტორიული შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და მალევე მთელს ნაგებობაზე გავრცელდა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა სკოლაში მყოფი ხალხის ევაკუაცია დროულად მოახდინეს. მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ინცინდენტის დროს ხელოვნების სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სპეციალისტები 2014 წლის ხანძრის დროს დაზიანებული შენობის რესტავრაციაზე მუშაობდნენ.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.