პორტუგალიის პარლამენტმა მარიხუანას ლეგალიზებას დაუჭირა მხარი. კანონპროექტის თანახმად მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების სამედიცინო მიზნებით გამოყენება დასჯადი აღარ იქნება.
სისხლის სამართლებრივი დევნა მარიხუანას შენახვისა და გამოყენების გამო პორტიგალიაში ჯერ კიდევ 2001 წელს შეწყდა, დღეიდან კი პორტუგალიელებს კანაფის ყიდვა ექიმის დანიშნულებით და რეცეპტით შეეძლებათ.
მიღებულ კანონში აღნიშნულია, რომ მარიხუანას გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევებშია ლეგალური თუ პაციენტის ორგანიზმი მედიკამენტებზე არ რეაგირებს.
კანონპროექტის პირველი ვერსია მარიხუანას მოყვანის ლეგალიზებასაც გულისხმობდა, თუმცა ეს პუნქტი დოკუმენტის საბოლოო ვერსიიდან ამოიღეს.
კანონმდებლებმა განმარტეს, რომ ხელისუფლება კერძო პირების მიერ მოყვანილი კანაფის ხარისხის კონტროლს ვერ შეძლებს.