17 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
11 ივნისის აქციის დროს დაკავებულები - სამი მოქალაქე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობს 

ერთი კვირის წინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ. სამი მათგანი პროკურატურისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს. 

ამ მიზნით ისინი დღეს დილიდან საგამოძიებო უწყებასთან მივიდნენ. სოლიდარობის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარ უფლებამოსილებას, მათი დაკავების პროცესში გადააჭარბეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა და დაკავების პროცესში ძალადობის ფაქტები იკვეთებოდა.

სოლიდარობის აქციის მონაწილეები და შემდგომში დაკავებული მოქალაქეები გენერალურ პროკურატურას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე სახალხო დამცველს მიმართავენ, რათა დამნაშავეები გამოავლინონ.

„მოვითხოვ პროკურატურისგან და შესაბამისი უწყებებისგან, შსს-ს გენერალური ინსპექციისგან, შესაბამის რეაგირებას, რადგან ეს იყო თავიდან ბოლომდე უკანონო ჩემი დაკავება და იქ ადამიანების და იყო ძალის გადამეტება,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ხაბურძანია.

დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

„მოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი, წამიჭირა ყელში და წამაქცია. როდესაც მოვახერხე ადგომა, ერთ-ერთმა შსს-ს თანამშრომელმა გასცა ჩემი დაკავების ბრძანება. თან ეს ადამიანი არ იყო პატრულის თანამშრომელი, ეს იყო კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი,“ - აღნიშნა ტიტე გედენიძემ.

11 ივნისს, სოლიდარობის აქციაზე დაკავებული პირები ფიქრობენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. ისინი 1000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებენ და ამ საქმეს გაასაჩივრებენ.

 

 

დღის ამბები