17 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ინციდენტი თბილისში - გახოკიძის ქუჩაზე მუშა საკომუნიკაციო ჭაში ჩავარდა 

თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე წყლით სავსე საკომუნიკაციო ჭაში მუშა ჩავარდა. ინციდენტი გუშინ მოხდა. მის ამოყვანას მაშველები ერთ საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მომხდარის მიზეზად გზის სარემონტო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლა სახელდება.

დაშავებული მამაკაცი გვიანობამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ქვედა კიდურების ტრავმა აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები