17 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
არ არის სასურველი, რომ ის იყოს ახალ მთავრობაში - სამოქალაქო სექტორი თეა წულუკიანი გადადგომას ითხოვს 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კვლავ იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ თეა წულუკიანს მთავრობის ახალ შემადგენლობაში ყოფნის არანაირი უფლება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლები იმ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მათი თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში წულუკიანის მინისტრობის დროს გამოიკვეთა.

„ეს ეხება სასამართლო სისტემას, ეხება გამოძიებას და პროკურატურის რეფორმას. ის მოცემულობა და ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართული ოცნების 6 წლიანი მმართველობის პერიოდში, ნათლად მიუთითებს, რომ მოქმედი იუსტიციის მინისტრი და ახლა უკვე მოვალეობის შემსრულებელი, არ არის სასურველი, რომ იყოს ახალ მთავრობაში წარმოდგენილი,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც.

„ქართულმა ოცნებამ და ამის უშუალო მონაწილე იყო თეა წულუკიანი, დაიხია უკან სასამართლო ხელისუფლებიდან და ის სამართავად მოსამართლეების ერთ კონკრეტულ დაჯგუფებას დაუტოვა. თეა წულუკიანის დარჩენა ამ თანამდებობაზე ნიშნავს, რომ არ არის უარყოფილი ეს დამოკიდებულება სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ანუ რაიმე გარღვევებს ამ სფეროში ჩვენ არ უნდა ველოდეთ, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის,“-აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები