17 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
გაწმენდით სამუშაოები მდინარე ვერეს კალაპოტში - ვითარებას დედაქალაქის მერი გაეცნო

თბილისის მერი ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვერეს კალაპოტში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.

ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე პრობლემები შექმნა - გაწმენდითი სამუშაოებისთვის ადგილზე მძიმე ტექნიკის შესვლა გახდა საჭირო.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მდინარე ვერეს კალაპოტში, ორ ადგილზე აშენდა ნატან-დამჭერები, რომლებიც მორებს და სტიქიის შედეგად ჩამოსულ მასას აკავებს.

„აქ არის დამონტაჟებული სპეციალური ცხაურები, რომელიც არის შემაკავებელი იმ ჭუჭყის, ნაგავის, რომელიც ამ მდინარეს ჩამოაქვს, უხვი ნალექის გამო რომელიც იყო ბოლო დღეების განმავლობაში ხედავთ რა რაოდენობის მორებია რის დაგროვებული მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“-განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები