17 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ფოთში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა. 

მსუბუქი ავტომობილი გრიგოლ კოკაიას ხეივანში ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა. 

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.  

დღის ამბები