ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 6 ავტომობილი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.